იბრძოდნენ შურნი ..
იბრძოდნენ შურნი ნელი, მონიო. ძველი ნოქტაურნი გამიგონია. მწვავდნენ ქალები, მწამლავდნენ თვენი, მდევდნენ თვალები, თვალები თქვენი. კარგი რომანი, ლაჟვარდი, ევა, ეროტომანი, ღამეთა თევა. თვითეულ ხმაში თქვენი თვალები, ღრუბლების რაში, პასტორალები. ყრუდ, უალერსოდ ყინვათა მფენი, ვერ ვნახე ვერსად თვალები თქვენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი