0 403

იმ ერთა ლიგას ..


ციკლიდან „პაციფიზმი“

იმ ერთა ლიგას მოხსნეს კარები,
გადახურული რკინის ყავრებით,
გიორგობისთვის წვიმებით სველი
სადღაც მიაგდეს კარები ძველი
გაბრაზებითა და გაჯავრებით.
აბა, ახალი! მაგრამ ახალის
დაკიდებისთვის კამათი იწყეს,
ისიც იმ ღობეს გადაახალეს
ისიც მიაგდეს და მიივიწყეს.
ერთა მშვიდობა იქნება როდის?
რაკი უკარო შეიქნა სახლი,
მასში თამამად მიდის და მოდის
ყოველი ძაღლი და მამაძაღლი.
კომენტარები (0)