იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ ..


იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ...
იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ.

ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა დღე.
იმგვარივე ცა. იმგვარივე ხე...

იგივ ქარი დაჰქრის. იღუნება ბზა.
იმგვარივე მზე. იმგვარივე გზა.

ძლიერ... ძლიერ... ძლიერ... ვეტყვი ზენა ქარს.
იმგვარივე ხმით. იმგვარსავე ზარს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი