იფნის ბაღიდან ..
იფნის ბაღიდან ნიაღვართ მკონი, სჩანს დაბურული, ტყეების უბით კავკასიონი, მზიური მხრების ბრწყინვალე ქუბით. ხედავ, ჰაერში აკიდებული დგას, და გავიგეთ ჩვენ ერთმანეთი იმ დიდებული მყინვართ ბეღლებით და სავანეთი. მრავალთა დროთა დაიმსხვრენ ფრთები, საუკუნენი ქვებში მარხია, მხოლოდ ეს მთები ვერარა ძალამ ვერ შეარხია. მზით მინათლდება შუბლი მწუხარე - თავისუფლების შუქით მბზინვარე, როცა მქუხარე გრიალით წყდება ადგილს მყინვარი. იგი ხან ლექსში გაინაკვთება, ხან სიმღერაში. სტიქია, ღვარი, არა, არ კვდება, - მიმქროლი, თუმცა, ერთ ადგილს მდგარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი