Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_8hrnrge8op83rrp0f8dlgig87g, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
იყავი ჩემთვის, იყავი ჩემთან! .. - გალაკტიონ ტაბიძე | პოეზია

იყავი ჩემთვის, იყავი ჩემთან! ..


იყავი ჩემთვის, იყავი ჩემთან!
იყავი ჩემში მარად და მარად.
ჩემი სიზმრების რჩეულ მეგობრად.
ჩემი ფიქრების ნაზ ნიავქარად.

განმინათე დღე, მითიე ღამე,
საგანთიადო მიმღერე ხმები,
როცა ეკლიან გზაზე ლტოლვისგან
გული გატყდება და დავიღლები.

თუ აღტაცებამ გარემომიცვას,
შენც აღტაცება მიეცი შენს სულს.
ჩამთვლემს და მაშინც არ მომაკლებდე
სამარადისო ძიების ჩურჩულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი