იყო დრო ..


იყო დრო, როცა მე ცხოვრებას ზღვას ვადარებდი,
სადაც გრიგალი იყო მეფე  ყოვლის მპყრობელი.
ერთადერთ სიბრძნედ მე მიმაჩნდა, რომ ამ გრიგალთან
ისე მომეწყო იალქანი დაუცხრომელი,
რომ თვით ამ გრიგალს წაეყვანა სიცოცხლის ნავი
იქ, სადაც ბრწყინვით მომელოდა ჩემი ვარსკვლავი.

ვიყავ მდიდარი.. და ვიცოდი მე ფუფუნება,
ქვეყნად მრავალი მყვარებია და ბევრს ვუყვარდი,
ბევრჯერ დავმტკბარვარ ჩემის საშიშ მდგომარეობით..
დიდებით, ქებით, ცოდნით.. რასაც სწვდებოდა თვალი,
შემოვლილი მაქვს სიამეთა საზღვრები მთელი,
მაშასადამე, რაღა დამრჩა მიუწდომელი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი