იყო ვექილი ფრიად მართალი ..
იყო ვექილი ფრიად მართალი, ისეთი, ქვეყნად რომ არ ფასდება. უყვარდა სიტყვის სალტო-მარტალი და სიტყვიერად გაფანტასტება. ეცვა ბრჭყვიალა ფარჩა-ფართალი, თუ „საქმეს“ ხედავს, ერთი ასდება, თუ ფული არის - არის სარდალი, თუ აღარ არის - ის განაზდება. ასეთი კარგი და ხელოვანი, ცხვირი ენ ფაცე, ფეხი - პროფილი, მიცვალებული სახელოვანი წევს ბალდახინზე გამოწყობილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი