კალამთან - გუთნის კვალია ..
კალამთან - გუთნის კვალია, ხმალი და ფარ-მუზარადი; ბევრი რამ წარმავალია - ხელოვნებაა - მარადი. იმ კალამს, გუთანსა და ხმალს ზღვის საჭე მოემატება, რომ ვარსკვლავისას ჩვენის ალს უფრორე ჰქონდეს ნათება. წარმავალია ყალბი ხმის უცხო და ყალბი ბარათი, სიცოცხლის, მხოლოდ სიცოცხლის ხელოვნებაა - მარადი. დაღვარე - რაც კი წყალია, სვი ღვინო, ძველი შარბათი; ბევრი რამ წარმავალია, ხელოვნებაა მარადი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი