მთის მწვერვალებს ..
მთის მწვერვალებს, მთის მწვერვალებს მთის არწივი უგზნებს თვალებს, შესტირის და შევალალებს. მთის მწვერვალებს სხივი ანთებს და მათ კალთებს, და მათ კალთებს აელვარებს, აქათქათებს... კვნესა ისმის: ‘შეინახეთ... და ვერ ვპოვეთ, ვეღარ ვნახეთ, რაც დავამხეთ, რაც დავმარხეთ"... ცას არ ესმის, ის ცეცხლს ანთებს და მდუმარე მთების კალთებს დაელვარებს, დაჰქათქათებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი