Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_rso0e5mklcmabugcljkfj5o2ut, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მიდიან, თუმცა ძალუძთ ისევე .. - გალაკტიონ ტაბიძე | პოეზია

მიდიან, თუმცა ძალუძთ ისევე ..


ციკლიდან „ეპოქა“

მიდიან, თუმცა ძალუძთ ისევე
გაგვამხნეონ და აგვიძრან ძალა.
მიდიან, რომელთ სული არა აქვთ,
ძალი და ღონე გამოეცალა.

მოდიან, ვისაც სიცოცხლე გვინდა,
აქ მრავალთათვის იქნეს მალამო.
მოდიან, მოაქვთ ახალგაზრდობა
და სიხარული სამარადჟამო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი