ორი ზღვა შეხვდა ერთი მეორეს ..
ორი ზღვა შეხვდა ერთი მეორეს, ერთი - ქარიშხლის, მეორე - მშვიდის, მათ აღტაცებით განიმეორეს, რომ დრო ახალი იმედით მიდის. ფეერიულ ნავს სცილდება კორდი, ამაყი ლორდი სდგას. დროა ძველი. ბაირონს უსმენს მერი ჩავორტი და ფერადებში მისცურავს შელლი. ტალღები სთვლემენ, ვით შორი ბედი და ნაპირებთან მისული ნავი, ზვირთებთან ერთად ოხრავს მილედი და პოეზიის დაიძრა ზვავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი