Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_pmtgclk74c6baugh5i79vhecnn, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ოცნებავ, ღმერთავ! .. - გალაკტიონ ტაბიძე | პოეზია

ოცნებავ, ღმერთავ! ..


ოცნებავ, ღმერთავ! როცა შენს ახლო
მე გავიარე - დავხარე თავი,
და შემეცოდე... რაიმე სიტყვა
სათანაგრძნობო მეთქვა ნეტავი!
მაგრამ იცოდე, ყოველ კერპის წინ
მე ამაყი ვარ და ცრემლთა ფრქვევა
არ ვიცი რაა, არ დავღონდები,
სანამდე კერპი არ დაიმსხვრევა..
დაიმსხვრევა და მაშინ კი რაღაც
ღრმა მწუხარებას ვეძლევი გულით...
და ჩემგან მსხვრეულ ნეტარ ოცნებებს
ვუხმობ წამებით და სიყვარულით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი