პაციფიზმს აქვს თავის პრესა ..


ციკლიდან „პაციფიზმი“

პაციფიზმს აქვს თავის პრესა,
მარა რა?
საიდუმლო მასში არის არა-რა.
ბარაბანი მისი არ დამშვიდდება,
მწარე ცემით ერთხელ გაიბზარა-რა,
მისთვის მიწას ჯერ სული არ ჰქონია,
მისთვის საბჭოც მწარე გასაგონია,
გაიგონეთ, მათ სიწრფელეს (ხა, ხა, ხა!)
ვითომ აღრჩობს
ცეცხლი და აგონია.
ძალუძთ ხმათა სიმართლემდე ატანა?
არა! სხვაგვარ ჰქუხს მსოფლიო ორკესტრი
სხვაგვარია დირიჟორი - სატანა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი