პირველი ფოთლით იმოსება ტყე ..
პირველი ფოთლით იმოსება ტყე და სტირის ვაზი... სტირის ბალახი, ისმის ყვავილის ოხვრა ათასი და სხივ-მოსილი გაზაფხულის დღე. წარსულზე კი არ აფრქვევს ცრემლს ვარდი, და მოლივლივე სუნთქვა ზეფირის, არა, აწმყოზე ოცნებობს ველი და არე-მარეც აწმყოზე სტირის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი