რაც ბედმა გითხრა ..


რაც ბედმა გითხრა: არ შეშინდე,
ფრთხილად დაჰკარი!
მას მერე კაცთა ბუნებისა
ხარ დოსტაქარი.

მის სულთან ბასრი დანით ხელში
დგეხარ მოხრილი;
ვით ხელის გულზე, თვალწინ არის
მიყრილ-მოყრილი

ათასი ვნება, მისწრაფება...
ნუ ჩაიკეტე,
პოეტო! შენი ასეთია
დიდი სიკეთე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი