რკინის მკვნეტელი ..
რკინის მკვნეტელი, რკინის მტეხელი - აი ვინ არის შინატეხელი. მას უყვარს ღვინო ტკბილად სასმელი. ჩაქუჩი, წიგნი და ფეხსაცმელი. როდესაც ხელში ჩაქუჩს აიღებს, თუ რომ წვიმაა - ის გადაიღებს. როდესაც ხელში წიგნი ექნება, იცის სიცოცხლის გზა და შეგნება. მაგრამ როდესაც გადაჰკრავს ღვინოს, მასთან რომელმა არ მოილხინოს? დასძახებს ლექსებს, მომეცით ხელი. აი, ვინ არის შინატეხელი.