საბჭოთა ხალხის გმირული ..
საბჭოთა ხალხის გმირული ეპოქა სჭედავს ხელოვანს. იგი გმობს, გულმოპირული, სიცოცხლეს არსახელოვანს. კარგია ლექსი მაშინ, როს ნათელია და ხალხური, არ მოაკლდება არასდროს მასსის მღელვარე თვალყური. სიმართლე, წრფელი იდეა აი, რა არის პირველი! გრძნობა კი დიდი ხიდეა, აზრთან ბჭით გადამკირველი. მაშ, შენი ზვირთი რას იცდის, სიმღერავ, გულში ფარულო! აქუხდი! მოგვეც არტისტის განცდები სასიხარულო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი