სადღაც დარჩა, შორს, სტოკჰოლმი ..
სადღაც დარჩა, შორს, სტოკჰოლმი, მჭლე გლეხობა, ფიორდები. ისევ დავფიქრდები ხოლმე: ჩემს სამშობლოს ვერ ვშორდები. იქ თვლა არ აქვთ ამანათებს, სიუხვეა და სიმღერაც კოლმეურნის ოჯახს მატებს სიხალისეს ფერად-ფერადს. სხვათა მოჯამაგირობით რომ სწყევლიდა ბედისწერას, თავისუფალს, თავის შრომით ბედს აწვდიან ფერად-ფერადს. მშრომელს საბჭოთ ქვეყანაში ვერ დააკლებს მტერი ვერას, ათასობით ითვლის სახლში გამარჯვებებს ფერად-ფერადს. სიხარულით იწყავს ხორბალს, გოგრებს, მწვანილს და ჩხავერას, ატრიალებს ღერძი ბორბალს მხიარულს და ფერად-ფერადს. დრო მიდამოს აკამკამებს, შეძლებული სხივით ფერავს პიანინოს, ფარდებს, დგამებს და ხალიჩებს ფერად-ფერადს. და ითვლიან აწ თვითეულს, როგორც ნანატრ რამე ბგერას, დღეებს, როგორც ამ ჩითეულს, საამურს და ფერად-ფერადს! სადღაც დარჩა, შორს, სტოკჰოლმი, მჭლე გლეხობა, ფიორდები, ისევ დავფიქრდები ხოლმე: ჩემს სამშობლოს ვერ ვშორდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი