საღამოვ, ვიცი, ბაღში შეხვალ ..
საღამოვ, ვიცი, ბაღში შეხვალ ეკლესიიდან და გაოცების მწუხარებას მასთან მიიტან. თითქო ბეჭდებზე დაგეყრება ვარდების ცვარი და სურნელებით აივსება შენი ლოცვანი. და მხოლოდ ღამით იგრძნობს სული, როგორც სამებას: ყვავილებს და ცას, საუკუნო გამოსალმებას. მოგონებები ელვარებენ ისევ ბეჭდებად, მოვა დემონი, დაფიქრდება და შეეჭვდება. და სავანისგან სიზმარივით მიაქვს ღამის ქარს მხევალთ გალობა: შეიბრალეთ! იგი წმინდა არს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი