საღამოს მთების ..


საღამოს მთების, დღისით ზღვაური
მოჰქრის ზაფხულის ზეფირი ხშირი -
თვლემს მწვანე კონცხი, მახინჯაური,
თვლემს ქობულეთი და ციხისძირი.

აქ თვითეული მომწვანო კორდი
სდგას მშვენიერი და თავმომწონე,
როგორც მომავლის მქონე კურორტი,
უდიადესი მომავლის მქონე.

ვერ შეაჩეროს მთებმა მაღალმა,
გზა მიდის - როგორც სარკე - კრიალა.
და ეს-ეს არის, ახალთახალმა
ავტომ მის ხიდზე გაიგრიალა.

ძვირფასო მხარევ! რა დიდებული
ალერსი არის შენი მთა-ბარი:
დაღლას რომ იგრძნობს პოეტის გული,
ხარ მისი მყუდრო თავშესაფარი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი