სდგას ხეივანი სასახლის ..


სდგას ხეივანი სასახლის წინ. მთვარიან ღამით
მას აგონდება დამსხვრეულთა დროთა რხევანი,
ადამიანთა ტალღა მიდის წამითი-წამით.
ომები, ჯარი, ავსებული სხვადასხვა შხამით,
სხვადასხვა მხრიდან მოგონებათ სცემს შადრევანი.
მაგრამ მას ახსოვს: დაივიწყა ღამის თევანი,
მოვიდა ქალი ცისფერ ლიფით, თვალებზე ნამით
და მასზე ფიქრში მთვარეული წამოსასხამით
სდგას ხეივანი.
გაშლილი თმები. მწუხარება გრძელი წამწამით
უეცრად შემკრთალ შუაღამის - მღვრიე მტევანი.
„მკაცრო დღეებო, - ამბობდა ის, - თქვენ გამაწამეთ“...
სდუმს ხეივანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი