სდუმს არემარე ..
სდუმს არემარე, ზეციდან მთვარე უხვად სხივს აფრქვევს დანამულ მდელოს. მიჰქრის ნიავი, რომ მომხიბვლელი ვარდს კოცნა უძღვნას და ააცრემლოს. * ბაღში ნაკადის ზვირთი ზვირთზე ხტის, ვაზი ობოლი ირხევა, კრთება და იქვე გაშლილს ნაზად ზრდილ ყვავილს - „არ შემიყვარებ?“ - ეჩურჩულება. * მთების მწვერვალებს, მინდვრებს და ჭალებს მგოსანი მშვიდად უშტერებს თვალებს; მარტოობას გრძნობს და კრძალვით ფიქრობს: „ვინ შევიყვარო? ვინ შემიყვარებს?“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი