სიტყვა არ წამოგცდეს ..
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“ სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე. გული გაიხელე, სისხლით გაიხალე, ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე. განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება, ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა. ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა, უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა. ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია, სახე მწუხარებით მოუმწუთხებია. სიტყვა არ გაბედო - რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე. გული გაიხელე, სისხლით გაიხალე, ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი