შენ ემართლები მიმქრალ სახეებს ..


შენ ემართლები მიმქრალ სახეებს,
შემოდგომისა მზეო მზიანო,
რისთვის მაგონებ გადამწვარ დღეებს,
მწუხარე ფორტე, ნელო პიანო?
გწყურია განა ეს მარტოობა
შხამით და გესლით დამიზიანო?
აღარ ეტყობა რტოებს რტოობა,
მწუხარე ფორტე, ნელო პიანო.
დღე დღეებს მისდევს დროებს დროება,
დღევ ლილიანო, ცა ლილიანო.
რად მომიკალი სარწმუნოება,
მწუხარე ფორტე, ნელო პიანო?
ჯერ დაზამთრებას ხელი არ ეხლო,
რომ დაისრებად მოვალს დიანა.
დიანა, ისევ მაწუხებს ეხლა
მწუხარე ფორტე, ნელი პიანო?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი