შენს თეთრ შუბლზე ..
შენს თეთრ შუბლზე თვით გენიის ზეციური მირონია, მხოლოდ ბაგის კუთხეში კრთის ღვთაებრივი ირონია. ზღვაებრ დიდი, წრფელი გრძნობა მწუხარების - გშვენის მარტოს... სახის შენის გამოცნობა ძალუძს მხოლოდ ლეონარდოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი