ჩვენი ზღვის არ-მნახველებს ..
ჩვენი ზღვის არ-მნახველებს სხვა ჩვევები ჰქონია. რაც მე აღარ მაღელვებს, მრავალს დროშა ჰგონია. აგრეთვე არ მაშინებს, მუდამ გავემიჯნები - ლექსს რომ აშალაშინებს, უსულგულო ნიშნები. თითქო ხმისთვის მზიური გზა არაა შეჭედვის, გარდა დემონიური საშინელი ბეჭედის. ნიშანი ქვეყნიური ყალბი ენამჭევრობის, დაღი სატანიური შეთქმულობის წევრობის. იცოდეს - თუ არ იცის: ის იქნება საქები - ენა მშობლიურ მიწის, უბრალო, გასაგები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი