ჩურჩული - ულურჯეს ფარჩის ..


ჩურჩული - ულურჯეს ფარჩის,
შრიალი - აბრეშუმთ შარის,
და ვარდი ვარდებთან დარჩი,
იქ, სადაც სარკეა ქარის.

ახლოა სიმძიმე წვიმის,
ეზოში აპობენ შეშას,
პოეტი - რითმას და სიმებს,
გრიგალი იტაცებს ნეშოს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი