წავიდეთ ქარხნებში ..
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“ წავიდეთ ქარხნებში, ავტეხოთ განგაში, მუშებო, შეხედეთ რამდენი - ევროპის ტყვიებში, გაზებში, ტანკაში ხსნას ელის სიყალბის ჩამდენი! სურს დახრწნას სიმაგრე აგურთა აგვიკლო, ქვეყანა გაქურდა! გაქურდა და კიდევ, და კიდევ მნიშვნელი იდუმალ სიტყვების მჭევრობა: „ევროპა, ფულები! ევროპა, მიშველე, საერთო საქმისთვის, ევროპა“. მუშებო, მივუნთოთ მათ ცეცხლი თაკარი, დაჰკარი მავნებელს, დაჰკარი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი