წარსულს გუნდ-გუნდად გადაეფარა ..
ციკლიდან „ეპოქა“ წარსულს გუნდ-გუნდად გადაეფარა შავი ყორნების და გახრწნის სუნი, მხოლოდ განახლდა და ისევ სცოცხლობს კარგი გუგუნი, შრომის გუგუნი. კავშირმა კლასმა მასში გახვია თავისი სული, თავისი გრძნობა, წელიწადები წელიწადს შესცვლის, შთამომავლობას - შთამომავლობა. შრომის უწმინდეს სიდიადეში დარწმუნდებიან მუნჯნი და ყრუნი, სანამ ჰქუხს ახალ საქართველოში მძლავრი გუგუნი, ქარხნის გუგუნი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი