ხმები, ხალხში ყურმოკრული ..
ხმები, ხალხში ყურმოკრული, შემდეგ რაღაც ჯადოქრული ძლიერებით გიტაცებდა, ჯადოსნურად მოოქრული. ხან გატირებს, ხან გაცინებს, გხიბლავს, სევდა-დარდს გაცილებს, არასდროს არ მიგაკარებს იმ მიკრობებს და ბაცილებს. ვისც ეხვევა ხალხი ყრუდ გარს - ბრბოს უწოდებს გულნათუთქარს, რომელსაც სხვა ბრბოს უწოდებს, აკაკი მას არქმევს ფუტკარს. პირად გრძნობებს ის გვერდს უხვევს, მძიმედ დაჭრილს წყლულს შეუხვევს. მას არ ახსოვს თავის თავი, ის არ ნანობს ლექსთ სიუხვეს. ლექსი ნეკტართ ფიალია, სიყვარული ტრფიალია - უკვდავ მგოსნის მოწოდება, სიცოცხლე რომ შეალია. ლექსით მარად იხატება ძახილი და ღაღადება - საერთოის, საქვეყნოის, საქმისათვის თავდადება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი