15 საუკუნე
შენი სიბერე, სიახლე ორბის, 15 საუკუნე ელოდა წინამორბედს. 15 საუკუნე გიკლავდა დღეისს, ქალაქო ფენიქსო, ყრუ ღამეები ვარფოლომეის. 15 საუკუნე ჯვარზე გაკრული თითქო განგებით, ჯალალ-ედინებით, თემურლანგებით. 15 საუკუნე ხსოვნას აზარებს ზღვა არაბების, სკვითი, ბერძენი, ცვლიდენ ხაზარებს. შენ ოცდაათჯერ გადასცდი იმ ფონს, სწვავდი ხიდეებს, ცვლიდი რუბიკონს, შენს სისხლიან თასს ცლიდა შაჰ-აბას და ვერ დასცალა. აწ აღსადგენად მოვა სხვა ძალა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი