ავჭალას იქით
ავჭალას იქით კიოსკივით მაღალი სახლი რომ დგას, ეს იყო უნაზესი ჩემი ოცნება. მე შემოდგომა გავატარე აქ ვით სიახლე, ოდეს წარსულთა დღეთა მსურდა მე გამოცნობა. მიდიან ძნები. უცნაური შენობებია. მთაზე კრავებით ბრუნდებიან მწყემსის ბალღები. და აი, მწირთან! - სიმაღლე რომ შეომებია და სადაც უფრო იმღვრევიან მტკვარის ტალღები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი