ამუშავდი მანქანაო


ციკლიდან „ეპოქა“

კაშკაშა მზის მხურვალებით,
თბილ წვიმებით შეშლილები,
ზურმუხტოვან-მშვენიერი
სწორდებიან ჯეჯილები.

და შავი ზღვის მათზე ქარი
მხიარულად გადიმღერებს,
აშრიალებს აყვავებულს
და ნაყოფით სავსე ღერებს.

მოაგროვეთ მოსავალი,
სამკალო და ძნის საკონო.
არემარეს ახალი ხმა
ხშირად უნდა გააგონო.

ახალი რომ გაგაქვს კვალი,
მისთვის ჩქარობ, მისთვის ღელავ.
ამუშავდი, მანქანაო,
ახმაურდი, სალეწელავ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი