არასდროს ისე არ მენატრება თავისუფლება
არასდროს ისე არ მენატრება თავისუფლება, ვით გაზაფხულზე, როცა ბუნება ახმაურდება დედამიწისა გაყინულ გულზე, როცა მიდამო ვარდ-ყვავილებით ლურჯ ხავერდივით მოიქარგება, როცა ბულბულის ხმები რაკრაკით ბუჩქნარს ედება და იკარგება - ვიღაც მეძახის სიცოცხლისაკენ, სიკვდილის გზაზე თრთოლვით მიმავალს... ვაგლახ! ვერავის ირგვლივ ვერ ვხედავ და ისევ ცრემლი მახუჭვინებს თვალს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი