არც ერთ ეპოქას არ აქვს უფლება
არც ერთ ეპოქას არ აქვს უფლება გაესაუბროს ჩემსას თამამად, მას მომავალი ეალუბლება მხოლოდ გრიგალად, წვიმად, სამუმად. გაუკვდავების ოცნებავ, მწირო, გამვლელ-გამომვლელ წამთა ფერება არ არის ეხლა შენთვის საჭირო - რომ მოიპოვო ბედნიერება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი