აფრიალებულ ყორნების გუნდი
ციკლიდან „ეპოქა“ გრიგალო, შენი ძლიერი ქროლა, მიწას ანებებს შფოთიან საფარს, უდაბურებად გაშლილ სივრცეებს - დაჭრილ ლომივით მიაფენს ფაფარს. რა აღტაცებით, რა სიამაყით აღიგებს ბინას ნაპრალთა შორის შენთა ღელვათა გამოძახილი, დაიგრიალებს მეხი მთაგორის. სვეტად ავარდნილ ღრუბელთა ცაში, გასწვრივ აენთე და აგუგუნდი, რა საარაკო სანახავია - აფრიალებულ ყორნების გუნდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი