აღარა გვყავს ილია


ძმებო, ამხანაგებო!
აღარა გვყავს ილია;
მისი შუბლი მზიური -
ტყვიით გაპობილია...

ფიცი დავდოთ: განვაგრძოთ
ილიას გზა ნათელი,
მტერზე შურისძიება -
ეს იქნება ნამდვილი!

ფიცი დავდოთ: სამშობლოს
მივცეთ ჩვენი ცხოვრება -
მკვლელზე შურისძიება
ამით გვემახსოვრება!

ძმებო, ამხანაგებო!
აღარა გვყავს ილია:
მისი შუბლი მზიური -
ტყვიით გაპობილია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი