ახალი გზებით


ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

ეს ხელები
შეინახა დრომ,
ამ ხელებითაა,
რომ -
მიჰქრის,
მიჰქრის ყველა გეზით
ჩქარზე ჩქარი
იმერეთი.
ამ შფოთარე
რიონჰესით -
იმ ხვალით და
იმ მერე-თი
გასწი!
რაა წინასწარი
მხარე წარსულ სამყაროში,
დაეწიე -
გაასწარი
კოლექტიურ შრომის დროშით.
ეს ხელები
შეინახა დრომ,
ამ ხელებითაა,
რომ -
შენც ამოძრავდი, რიონო,
ახალი გზებით წახველი,
სადაც რბის საქართველოის
საქმე და სიტყვა მახვილი.
იქ -
სადაც რიონჰესია
ქვეყნის ახალის მნახველი,
ჩვენის ზრდისა და შენების
ურყევი გამომსახველი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი