ახალი მეკვლე
კარგია გრძნობით ნთებული ბრძოლების მკაცრი ჯახება და შემდეგ გამარჯვებული სიმღერის შემოძახება. ეს მე ვარ - რწმენამახვილი ნებისყოფა და ძალ-ღონე, ბევრი ქარიშხლის მნახველი, ბევრი გრიგალის გამგონე. ჩემი ხმაც სმენამჭევრია, გული წმინდა და მაგარი. საქმე კვლავ ბევრზე ბევრია... წინ, გაბედულად დაჰკარი! მშრომელო, მარად გიყვარდეს, ვით გიყვარს, შრომის სიალე! პოეტო! ბასრი კალამი ხმალივით დაატრიალე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი