ბავშვები კაფეში
მე არა ერთი მინახავს ბავში, პატარა, როგორც ოქროს წიწილი, ეტლში, სალონში, აკვანში, ბაღში გაისმის მათი ზარის სიცილი. მაგრამ კონტრასტი არის ამ ბედის, გულცივი, მკაცრი და გამყიდველი. მშიერი სახით კაფეში შედის ბავშების გუნდი შიშველ-ტიტველი. მათი თვალები აღარ იცინის, ხედვაში ხანჯლის არის ციება. არ ეპატიოს - კვნესენ ისინი - ქვეყანას ჩვენზე შურისძიება. მათ ნატყვიარი აკრავთ წარბებზე, გული სავსე აქვთ შხამის წვეთებით, ამ დროს მოლხენით არის დარბაზი, ორკესტრი გრგვინავს თავგამეტებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი