ბავშვს ჩაეძინა
ციკლიდან „პაციფიზმი“ ბავშვს ჩაეძინა შეურაცხყოფილს, მაგრამ ბედნიერს გამოეღვიძა. სიზმრად ხედავდა ალვებს აწყობილს. ფშვენდა ალუჩა, ნუში, ლეღვიცა. ესიზმრა: ია, კიდევ სუმბული, ნაზი ნარგიზი, ყაყაჩო ლაღი, ვარდს გარს მორტყმოდნენ სულშეგუბულნი; - გადარჩენილა, სთქვა, ჩვენი ბაღი! გამარჯვების დღე ყველას ძმობილობს, არის მშვენიერ ფერთა შეხვეწა, ასე ეძინა უკმაყოფილოს, ასე ბედნიერს გამოეღვიძა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი