ბარელიეფი
მარჯვენა მკლავზე დაყრდნობით გძინავს ვიწრო გვირაბის ქვაზე მჯდომარეს, აქ არასოდეს მზე არ გიბრწყინავს, გამოღვიძების ასე მდომარეს. და მაინც წერაქვს, რომ გდია გვერდით, ვეღარ შორდება ხელი მშრომელი; ძილშიაც მასთან ისვენებ მკერდით, დღეც ასე მიდის... მაგრამ რომელი? გამოიღვიძე! გამოდი ბაღში, მაგრამ იქ, სადაც ჰყვავის იები - შენ მშრომელი ხარ, შეჭრილი თაღში, ვით პოეტური ბარელიეფი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი