ბერლინი
რაიხსტაგის წინ რომ ეგდო ჩვარი - ესაა დროის მსუბუქი მტვერი, გარდამავალი, ვით ზენა-ქარი და შეშლილობა მიხაკისფერი. გამარჯვებათა ხეივნის არეს მეფეთ ძეგლები მიწისფერია, აქ მარადისი არარა არის, აქ სიკვდილია, აქ ჰიტლერია. მომავალ დღეთა იტყვის ჭახჭახი - რას ნიშნავს მხეცის დღე და სოფელი, რომ შეუბრუნოს ჯალათს ნაჯახი უფრო მრისხანე და ულმობელი, რომ მხეცს აწყვეტილს შეაბას თოკი, რომ კარებს დახშულს მოგლიჯოს რაზა - ის ჰიტლერია, თუ დელაროკი, განადგურდება იმათი რასა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი