ბრძოლა ღმერთთან
ღმერთი არის თუ არა? არა. მაგრამ დიდება მისი ბევრჯერ მსმენია. ძილი არ მეკიდება. იგი, ღამის გენია, ისევ შემეჭიდება, მე - სხვა სულის ამარა, იგი - გაბედითება. ვიბრძვით და რამდენია დღე, ის რომ ეზიდება, რამდენი ჰო, და არა, ალზე ალის კიდება. ერთიც არ ამცდენია ცეცხლის არდარიდება, დილით მოსაწყენია ძილი და დამშვიდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი