გადაუღებლად
გადაუღებლად გარედ წვიმს და წვიმს, ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს, ტყე გაიძარცვა და მის კალთებზე ფრთხილი, გველებრივ, ნისლი მიცოცავს. სწუხს არემარე, კვნესის მიდამო, ხმაჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი... და მის ქვითინში მე ისევ იგი აუხდენელი მესმის ზღაპარი. გაჰქრა ზაფხული... წავიდა ის დღე, როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი, მე ყვავილები მესიზმრებოდა, შენც ყვავილებში მესიზმრებოდი. ეხლა კი ბნელი შემოდგომის დღე ვერ განაახლებს იმ ელვა-ციმციმს, დასჭკნა ყვავილთა ნარნარი გროვა... გული სწუხს და სწუხს... გარედ წვიმს და წვიმს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი