გამოცოცხლება
ხარობს გული, ხარობს გული იმას, რომ დაშორდა გრიგალსა და წვიმას. რომ ლექსთა ცეცხლს გადაშორდა ფერფლი (იყო მსხვერპლი, მაგრამ მსგავსი მსხვერპლი?) სევდიანი თვალს მოშორდა რული, გამოცოცხლდა, გამოცოცხლდა გული. სიხარულით კვლავ წკრიალებს ქნარი (იყო მკვდარი... მაგრამ მსგავსი მკვდარი?)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი