გარდაცვალება
ირგვლივ, გარშემო სევდიანი ისმის ქვითინი... პიტალო მთებმა გლოვის ნიშნად შეიმკეს თავი; ო, რა დროს მოწყდა და გარინდდა გრძნობათა ჟინი, შავი ძაძებით შეიმოსა ჩვენი გვირგვინი. ო, რა დროს გატყდა, რა დროს გატყდა სიცოცხლის ნავი, და დღეს გავიგეთ ეს ამბავი გულმოსაკლავი. ხვალ კი, როდესაც ძვირფას ცხედარს ერთგულთა კრება სამარადისოდ, სამუდამოდ დაესალმება, როდესაც იგრძნობს მიწის კვნესა და ცის კამარა, თუ ვინ დაჰკარგა და რომელი დაასამარა, - მიდით, მგოსნებო! შავი თალხით შემოსეთ ქნარი, ცრემლით იგლოვეთ მოამაგე დაუვიწყარი... მიდი, მსოფლიოვ, თაყვანი ეც იმ გმირის საფლავს - შენი დიდება, შენი ღმერთი მოკვდა, აღარ გყავს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი