გახედე: კახეთი!
გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი. რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი. გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი, ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი. პირველ სექტემბრიდან სასარაკ, სავათა. იქ თმაზე მეტია გნოლი და კაკაბი. თხუთმეტი: ახალი იმედის სათავე. სადაც კი ნისლია და ტყეა საკაფი, თოფის ხმა, კივილი სისწრაფით მტევარი: „დაეწი, ალზორა“, და მიჰქრის მწევარი. ალაზნის ველი სჩანს. დილაა მზიანი. გარშემო ბურია ღამენათევარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი