გახსოვს? რა დრო იყო ის დრო!
მტკვარი ამღვრეული ფიქრს რომ მიახვია და წამს გაინაბა, იგი - ლიახვია... მას ვერ მოასვენებს კლდეთა არტახები, მათზე დანგრეული ციხის ჩარდახები. მისი ადიდება შიგნით, გარეთაცა ახლო ნაპირიდან სანთლებს წარეტაცა. გახსოვს? რა დრო იყო ის დრო... ო, მანანა, - მე რომ აღტაცება იგი დამანანა. ისევ შეხვედრაზე - ჩვენი ფიქრს უნდება - ის დრო დაბრუნდება, თუ არ დაბრუნდება?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი