გზაზე ფოთლები ყრია
გზაზე ფოთლები ყრია, მიეჩქარება სწრაფი, ვით გაზაფხული მღვრია, მდინარეების ქაფი. შორი ნანგრევის კეფა სჩანს, ქარიშხალი ნახა; ისმის ძაღლების ყეფა, რომ... გამახსენდა... აჰა! მაგრამ ჩემს გულში მჯერა სუნთქვა ახალი ქროლის, გამარჯვებული მღერა გამარჯვებული ბრძოლის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი